ჩვენ შესახებ
ვაწვდით და ვამონტაჟებთ ხმის სისტემებს კლუბებისთვის, სცენებისთვის, ეკლესიებისთვის, საკონფერენციო დარბაზებისა და სტუდიებისთვის.
ვმუშაობთ ღონისძიების ორგანიზატორებთან, კლუბებთან, ეკლესიებთან, სკოლებთან და სტუდიებთან. ვყიდით მხოლოდ იმას, რაც საქართველოში სერვისდება — თუ მწარმოებელს აქ წარმომადგენლობა არ აქვს, ჩვენ მას არ ვაწვდით.
სისტემის შერჩევა უფასოა. გვითხარით დარბაზის ზომა, ჭერის სიმაღლე და მოსალოდნელი აუდიტორია — გამოგიგზავნით კონფიგურაციას ფასთან ერთად.